მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დატოვა

642c8e6630637
ალა ისპირიანი
05.04.23 00:14
495
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტრამპმა სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და თავი უდანაშაულოდ ცნო.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს 34 სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის გაყალბებისთვის და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის გამო.

თავად დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს დატოვების შემდეგ, აშშ- ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტიდან აფრინდა - ტრამპი ფლორიდაში მიემგზავრება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები