მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპი მიგრაცია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს დაიწყო აღმასრულებელი ბრძანებების გაცემა, რომელიც მიზნად ისახავს მისი ცენტრალური საარჩევნო დაპირებების შესრულებას - აშშ-მექსიკის საზღვარზე იმიგრაციისა და არასანქცირებული გადაკვეთის ჩახშობის მიზნით.

47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ, რომელიც გზას უხსნის აშშ-ის ჯარების სამხრეთ საზღვარზე გაგზავნას.

ამასთან, ტრამპმა თავშესაფრის მაძიებლებზე ზოგადი აკრძალვა გამოსცა და აშშ-ში დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებისთვის ნაბიჯები გადადგა, თუმცა ამ უკანასკნელს დამტკიცებისთვის სამართლებრივი პროცედურების გავლა სჭირდება.

ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა სასაზღვრო აპლიკაცია, რომელიც მიგრანტებს აშშ-ში ლეგალურად შესვლის უფლებაზე განცხადების შესაძლებლობას აძლევდა.

47-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები პირების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა. სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ში არალეგალურად დაახლოებით 11 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები