მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ნარკოვაჭრობისთვის გასამართლებული ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა

ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი
BM. GE
03.12.25 20:36
611

ჰონდურასის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ხუან ორლანდო ერნანდესი, რომელიც უკვე ოთხი წელია აშშ-ის ციხეში იმყოფება, დონალდ ტრამპმა შეიწყალა. მისი მეუღლე ადასტურებს, რომ მან საპატიმრო უკვე დატოვა.

ერნანდესი 45-წლიან პატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი ედებოდა ნარკოტიკებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით ვაჭრობაში. კონკრეტულად, ამერიკული სასამართლო მას ედავებოდა, რომ ერნანდესმა პირადად აიღო ქრთამი 400 ტონა კოკაინის ჰონდურასის გავლით აშშ-ში ტრანსპორტირების საქმის ხელშეწყობისათვის.

ცნობისათვის, 30 ნოემბერს ჰონდურასში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საინტერესოა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპმა ერნანდესის "ეროვნული პარტიის" კანდიდატს მხარი დაუჭირა. იგი არჩევნებში ლიბერალური პარტიის კანდიდატმა, სალვადორ ნასრალამ დაამარცხა.

ჰონდურასის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციას ითხოვს. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ხუან ერნანდესს პატიმრობა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები