თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ავტორობით შექმნილი სანქციების კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, სენატორ ჯინ შაჰინის ლიდერობით, კონგრესის წევრები გარდაცვლილი კოლეგის პატივსაცემად ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ცდილობენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სენატორებმა ლინდსი გრემმა, ჯინ შაჰინმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და როჯერ ვიკერმა, გრემის მოულოდნელ გარდაცვალებამდე, თეთრ სახლთან რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
სენატორის განმარტებით, ამ კანონპროექტის მიღება და დამოუკიდებელი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნისა და მისი მემკვიდრეობის საუკეთესო პატივისცემა იქნება.
გრემის მიერ ინიციირებული პროექტი „რუსეთის სანქცირების 2025 წლის აქტის“ სახელითაა ცნობილი. ეს ინიციატივა 500%-მდე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.




























