მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა

აშს

დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფებს უწესებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს ტარიფები საკმაოდ "შეღავათიანი საპასუხო" ზომებია, მიუხედავად ამისა, ისინი არ ემთხვევა იმას, რასაც ქვეყნები უწესებენ აშშ-ს.

სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით, ამასთან უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ამავე რაოდენობით, თუმცა, არ არის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბელარუსი. ამის მიზეზად კი ამ ქვეყნების მიმართ მოქმედი სანქციები სახელდება.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის 180 ქვეყნის სიაში, ექნება საბაზისო 10%-იანი ტარიფი აშშ-ში შემოსულ პროდუქტებზე.

კონკრეტულად რა პროდუქტებზე და რა სატარიფო პოლიტიკა გავრცელდება, საქართველოს შემთხვევაში, ამაზე მასალას bm.ge უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები