მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა TikTok-ისთვის მყიდველები იპოვა, მაგრამ ვინაობას ჯერ არ ასაჯაროებს

trump

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Fox News-თან ამბობს, TikTok-ის ამერიკული ბიზნესისთვის მყიდველი ნაპოვნია.

კონკრეტულად ვინ შეისყიდის სოციალური ქსელის მფლობელ კომპანიას მილიარდერ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ TikTok-ით, როგორც ირკვევა, რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ინტერესდება, რომელთა ვინაობა დაახლოებით ორ კვირაში გასაჯაროვდება.

ტრამპის თქმით, გარიგების დასასრულებლად ჩინეთის პრიზიდენტის, სი ძინპინის თანხმობა იქნება საჭირო და ეს, სავარაუდოდ, ასეც მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი აშშ-ში მიმდინარე წლის დასაწყისში დაიბლოკა, მაგრამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმეჯერ გადაავადა. აღნიშნული დავა TikTok-ის საბოლოო ბენეფიციარს უკავშირდება, რადგან ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, აპლიკაციის უკან ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია დგას. ამ ფაქტს კანონმდებლები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აფასებენ, რადგან ამერიკელთა პირადი ინფორმაციის ჩინეთისთვის გადაცემა არ სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები