მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრამპს ჯერ არ დაურეკავს, თუმცა დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ" - პესკოვი

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა, რომ დაპირების მიუხედავად დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის ჯერ არ დაურეკავს. მისი თქმით, მოსკოვში შტატების ლიდერის ზარს ელოდნენ, თუმცა ანკარაში ტრამპის დატვირთული განრიგის გამო ეს ვერ მოხერხდა. სპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიალოგისთვის მზად არის და რომ არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ორ სახელმწიფოს შორის კონსტრუქციული პარტნიორობის გაგრძელების რესურსი კვლავ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ კრემლის ეს განცხადება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას მოჰყვა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები ანკარაში გუშინ გამართა და დააანონსა, რომ შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით პუტინს პირადად დაურეკავდა.

ამ განცხადების პარალელურად, ტრამპმა ისიც დააანონსა, რომ შტატები უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა. საყურადღებოა, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე მოსკოვს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები