მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს კანადის ანექსირება აღარ სურს — მარკ კარნი

მარკ კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის ანექსირებით და ქვეყნის 51-ე შტატად გამოცხადებით აღარ არის დაინტერესებული. როგორც კარნი CNN-თან ამბობს, ტრამპი კანადის მისამართით ჩვეულ რიტორიკას აღარ იყენებს, პირიქით — ჩრდილოელ მეზობელს ის ძალიან დიდ პატივს სცემს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კანადა ამ იდეას ამტკიცებს, მოგვიანებით კი ტრამპისგან იმედგაცრუებული დარჩა. როგორც კანადაში აშშ-ის ელჩმა, პიტერ ჰუკსტრამ მაისის ბოლოს განაცხადა, დონალდ ტრამპს ეს თემა აღარ აინტერესებს, მაგრამ რამდენიმე დღეში, ტრამპმა კანადის ანექსირების საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისთვის გამოყოფილ სუბსიდიებზე აშშ-ის ხელისუფლება მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რაც მისთვის გაუგებარია.

ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც კანადას აქვს — ჩვენ უსასრულო ენერგია გვაქვს, საკუთარ ავტომობილებს ვაწარმოებთ და იმაზე მეტი ხე-ტყე გვაქვს, რაც გვჭირდება". პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე კანადა ღირებული ქვეყანა ვეღარ იქნება, ანუ ის აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და თუ ეს მოხდება, ტარიფები მოიხსნება, გადასახადები შემცირდება, ხოლო თავად ქვეყანა მეტად დაცული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები