მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს საპენსიო შემოსავლის გადასახადის გაუქმება სურს

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყანაში საპენსიო შემოსავლის გადასახადის გაუქმება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მოქალაქეები მიღებული პენსიის სანაცვლოდ აღარ დაიბეგრებიან.

სოციალური შემოსავლის დაბეგვრა ის ერთ-ერთი სადავო საკითხია, რომელზედაც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები თვისობრივად ვერ თანხმდებიან, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივის დამტკიცება აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე მარტივი არ იქნება.

პენსილვანიის უნივერსიტეტის დათვლებით, საპენსიო გადასახადის გაუქმება აშშ-ის ბიუჯეტში მომდევნო 10 წლის განმავლობაში საგადასახადო კონტრიბუციას $1.5 ტრილიონით შეამცირებს, რაც 2054 წლამდე ფედერალური ვალის მოცულობას 7%-ით გაზრდის. ასევე, ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ცვლილებით უდიდეს სარგებელს აშშ-ის უმდიდრესი მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც გადასახადის გაუქმებით ყველაზე მეტ თანხას დაზოგავენ, როგორც შედარებით, ასევე აბსოლუტურ რიცხვებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები