"ტრამპთან შეთანხმება არ მქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა უთხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ურთიერთობების განახლების საკითხს.
“სახელით და გვარით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიწვეული იყო [ტრამპის] საზეიმო ვახშამზე. ეს არის რეალობა და ფაქტი. რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას ატყუებდით, რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, არ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, რომ სურათზე მიამატეს ყაველაშვილი, არ იყო შეხვედრა, საუბარი და ა.შ.
ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკის პრეზიდენტს და ის გზავნილი, რომელიც მე შეჯამების დროს გავაკეთე საზოგადოებისთვის, არის სიმართლე. მან [დონალდ ტრამპმა] მიპასუხა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს, დაგვიბრუნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იცის საზოგადოებამ, ამის მეტი ინფორმაცია არ არსებობს, სპეკულაციებს თავი დავანებოთ”, - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.




























