მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა დასრულდა - TAP-ის კონსორციუმი

5f8584ce56a68
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.20 14:55
1362
4.5 წლიანი მშენებლობის შემდეგ ტრანსადრიტიკული მილსადენის (TAP) პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, პრაქტიკულად, დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ TAP-ის კონსორციუმი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის მილსადენი ბერძნულ-თურქული საზღვრიდან იტალიის სამხრეთის ტერმინალამდე ბუნებრივი აირით შეივსო.

"TAP-ის მილსადენის და პუგალიაში (იტალია) Snam Rete Gas ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის დაერთების სამუშაოები დასრულებულია და გაზის ტრანსპორტირებისთვის 2020 წლის ნოემბრისთვის იქნება მზად“, - ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტრანსადრიატიკული მილსადენი გაზს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის გიგანტური შაჰ დენიზ II საბადოდან ევროპაში გადაიტანს. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ მ3 შეადგენს.

TAP-ის აქციონერები BP (20%), SOCAR (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%) არიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები