საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ზე მეორე ბუნდესლიგის მოთამაშეთა ღირებულებები განახლდა. ცვლილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ბუდუ ზივზივაძესაც შეეხო, რომლის ღირებულებაც 900 ათასი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.
6 ჩატარებულ თამაშში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, რისი წყალობითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება. ამას გარდა გერმანიის თასზე ზივზივაძემ 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც შეასრულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბუდუს გარდა ფასი მოემატა საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძესაც, რომელიც 1 მილიონად იყო შეფასებული და ახლა მისი ღირებულება 1,5 მილიონს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ “კარლსრუემ” მეორე ბუნდესლიგაში ექვსი თამაშიდან 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა და 14 ქულით “დიუსელდორფთან” ერთად თანასაზიარო პირველ ადგილზეა.