გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ტრანსფორმაციული მმართველობის სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა გაიმართა თემაზე – „ტრანსფორმაციული მმართველობა: ვალდებულების მიღმა, საქმიანობა სტანდარტების შესაბამისად“.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრმა იზა გოცაძემ ისაუბრა ტრანსფორმაციული მმართველობის ინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
„სტრატეგიული კომუნიკაცია არის ტრანსფორმაციული მმართველობის ხერხემალი. სწორედ ის უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ღია დიალოგს დაინტერესებულ მხარეებთან — რაც ნდობის შენებისა და გლობალურ მდგრადობის სტანდარტებთან ბიზნესის თანხვედრის საფუძველია,“ — აღნიშნა იზა გოცაძემ.
შეხვედრის ფარგლებში ტრანსფორმაციული მმართველობის ჰოლისტურ მიდგომაზე, ისაუბრეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორის მოადგილემ ნინო კვანტრიშვილმა, საქართველოს ბანკის მდგრადობისა და ESG საკითხების ხელმძღვანელმა ანა ოსაძე, სელფის ეთიკისა და კომპლაიენსის სამსახურის ხელმძღვანელმა ია მამეიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ტრანსფორმაციული მმართველობის კონცეფცია და მისი კავშირი მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან, ასევე, განსხვავება ტრადიციული კორპორაციულ მმართველობისგან.
კომპანიებმა ტრანსფორმაციული მმართველობის ინტეგრაციაზე (მმართველობითი პროცესები, ეთიკა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება) პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს.




























