მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Transporter-ის ინიციატივითა და Transporter Bikers Club-ის ორგანიზებით ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის შედეგები

აქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი წარმატებით ჩატარდა
23.07.24 15:00
604

Transporter-ის ინიციატივითა და Transporter Bikers Club-ის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი წარმატებით ჩატარდა. 14 ივლისს გაიმართა წრიული რბოლის მეორე ეტაპი, რომელშიც 20-მდე მოტო-მრბოლელი მონაწილეობდა და თავდაუზოგავად იბრძოდა პირველობისთვის. კონკურსი ჩატარდა 3 კლასში, როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალთა 600 და 1000 კლასებში.

საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა 29 სექტემბერს, წრიული რბოლის III ეტაპით განახლდება, ხოლო ფინალური შეჯიბრი 20 ოქტომბერს მოტო დრაგში გაიმართება.

მოტო სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში Transporter Bikers Club-ს არაერთი კომპანია უჭერდა მხარს, მათ შორის Gulf, Coca-Cola, Lutecia, Motul, Red Bull და სხვა, რომლებმაც საპრიზო ადგილებზე გასულ მრბოლელებს სხვადასხვა საინტერესო საჩუქარი გადასცეს.

ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბის მიზანია, რომ მოტოსპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდა თაობისთვის და წაახალოს ისინი, რათა აქტიურად ჩაერთონ როგორც საკუთარი თავის, ისე საქართველოში მოტოსპორტის განვითარებაში.

წრიული რბოლის II ეტაპის გამარჯვებულები:

მოყვარულების კლასი:

I ადგილი გიორგი გახელაძე

II ადგილი გიორგი ხვისტანი

III ადგილი გურამ ნარსია

600cc კლასი:

I ადგილი გიორგი მიხანაშვილი

II ადგილი ვლადიმერ ვართანოვი

III ადგილი ლაშა სართანია

1000cc კლასი:

I ადგილი - დავით რობანაშვილი

II ადგილი გიორგი აბაშიძე

III ადგილი ელიარ შიხიევი


მომდევნო ეტაპები:
29 სექტემბერი - წრიული რბოლა III ეტაპი
20 ოქტომბერი - მოტო დრაგი II ეტაპი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები