კომპანია ტრანსპორტერის შესახებ ჩვენმა საქმიანმა მაყურებელმა და მკითხველმა უკვე ბევრი იცის და უცხო არ არის თუ რა მიმართულებებს აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ტრანსპორტერი. კომპანია "ტრანსპორტერი" 8 წელია სამი მიმართულებით ოპერირებს. ერთი მიმართულება არის მოტო რეკრეაციული მიმართულება, სადაც კვადროციკლები, ბაგები, თოვლმავლები და წყლის სკუტერები შედის. კომპანია წარმოადგენს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: BRP, CF Moto, ARGO და ა.შ. ამასთან, მოტო ტექნიკა ისეთი ბრენდები როგორიც არის Kawasaki, KYMCO და Govecs. საკმაოდ მასშტაბური პორტფელით და უკვე წლების ისტორიის კომპანიას მიმდინარე წელთან მიმართებით გეგმებიც ისეთივე ამბიციური აქვს, როგორი შემართებითაც აქამდე მოვიდნენ.
სერგი შუღაროვი - "ტრანსპორტერის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;