კომპანია ტრანსპორტერმა, ლისის ტბაზე მომხმარებელს CFMOTO-ს საბავშვო კვადროციკლების გატესტვის შესაძლებლობა მისცა. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ბავშვებმა კვადროციკლები თავადვე გამოსცდეს და ის ადრენალინი შეიგრძნეს, რაც კვადროთი გართობას უკავშირდება. სახალისო ინიციატივა მომხმარებელში საბავშვო კვადროციკლების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. გარდა CFMOTOს კვადროციკლების გატესტვისა, ადგილზე საბავშვო კვადროციკლების გამოფენა გაყიდვაც მოეწყო. ადგილზე შეძენისას მომხმარებელმა დამატებითი შეღავათით ისარგებლა.