მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტრანსპორტირების მაღალი ტარიფები შემაფერხებელია” – “ყაზმუნაიგაზის” წარმომადგენელი შუა დერეფნის პოტენციალზე

ნავთობის ტრანსპორტირება

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას "შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის? - ამ კითხვაზე BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს „ყაზმუნაიგაზის“ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ერბოლატ მენდიბაევმა უპასუხა.

როგორც მენდიბაევმა აღნიშნა, შემაფერხებელი ფაქტორი არის ტრანსპორტირების მაღალი ფასი.

“ამ მარშრუტის მიმზიდველობის გასაზრდელად, საჭიროა, რომ ტრანსპორტირების ტარიფები შემცირდეს როგორც ყახაზეთის, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ კუთხით მხარეები ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების საკითხის განხილვას აგრძელებენ”, - განაცხადა ერბოლატ მენდიბაევმა.

ცნობისთვის, "ყაზმუნაიგაზი" საქართველოში ბათუმის ნავთობტერმინალის, ბათუმის პორტის და "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები