ბოლო 13 თვის განმავლობაში საქართველოს 4 დიდ ქალაქში 7 610 ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონიტორინგი დედაქალაქის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდებოდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 3 694 დარღვევა დედაქაგლაქში დაფიქსირდა. მას მოსდევს ქუთაისი, 1449 დარღვევით, 1302 - ბათუმი და რუსთავი 1165 დარღვევა.
7 610 სამართალ დამრღვევიდან, 6 629 ფიზიკური, ხოლო 981 - იურიდიული პირია. 4 706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2 597 - მიკროავტობუსის, 298 - სატვირთო ავტომობილის, 9 კი - ავტობუსის მძღოლების სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს.
რა გავლენას ახდენს გამონაბოლქვზე არსებული მონიტორინგი ტექინსპექტირების მაჩვენებლებზე და როგორია განახლებული მონაცემები?
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი