მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია - რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს დოკუმენტმა?

BM.GE
08.12.22 16:39
219
ლოგისტიკური ინდუსტრია, ალბათ, საქართველოს ყველაზე სუსტი რგოლია - სექტორი მცირერიცხოვანი და ფრაგმენტულია. ამასთან შეუძლია შეზღუდული და დაბალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, - ეს შეფასება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ ქვეყნის ეკონომიკურ მემორანდუმშია წარმოდგენილი. გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თვალნათელია. ამ ფონზე მთავრობა 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიას ამუშავებს, რომელიც ჯერ საჯარო არ არის, თუმცა დოკუმენტის სამუშაო ვერსია ბიზნესს უკვე წარუდგინეს. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ სატრანსპორტო სექტორში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პასუხობს თუ არა მთავრობის მომზადებული სტრატეგია არსებულ გამოწვევებს?

სტუმარი: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები