მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის განცხადებით, ტრეფიკინგთან ბრძოლა სამსახურის უცვლელი პრიორიტეტია. 2025 წელს უწყებამ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ 300-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

"შეხვედრას შრომის ინსპექციის სამსახურის შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბაღდავაძე და პროკურორი თეა გიორგაძე უძღვებოდნენ. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომებს.

დასაქმებულებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმებზე, რეაგირების გზებსა და იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომლებიც დაზარალებულთათვისაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იძულებითი შრომის პრევენციას, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლებრივ ასპექტებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები