მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრილიონერთა ბიზნესკლუბი" - კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაციაც $1 ტრილიონს აღემატება

faang
სტატიაში საუბარია:

2018 წლის აგვისტოში ტექნოლოგიური გიგანტი Apple გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომლის ღირებულებამაც $1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ის ასევე იყო პირველი, რომლის კაპიტალიზაციამაც 2020 წელს $2-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

ბოლო წლებში "ტრილიონერთა კლუბი" სწრაფი ტემპით გაიზარდა და გასცდა თავდაპირველ FAANG ჯგუფსა - Facebook (Meta), Amazon, Apple, Netflix, Google (Alphabet) - თუ ტექნოლოგიურ ტიტანებს, რომლებმაც ეს ბარიერი პირველებმა გადალახეს.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, $1 ტრილიონ დოლარზე მეტადა 10-ზე მეტი გლობალური კორპორაციაა შეფასებული; მათ სათავეში უდგანან Nvidia, Apple და Microsoft, რომლებიც წარმატებას ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბუმის წყალობით აღწევენ. FAANG ჯგუფიდან კლუბის მიღმა დარჩა Netflix, რომლის ამჟამინდელი შეფასებაც $340 მილიარდია.

"ტრილიონერთა კლუბის" წარმომადგენელთა უმრავლესობა აშშ-შია ბაზირებული.

$1 000 000 000 000+ დოლარად შეფასებული კომპანიები:

კომპანია კაპიტალიზაცია ქვეყანა
NVIDIA $4.241 T
Apple $4.063 T
Alphabet (Google) $4.024 T
Microsoft $3.078 T
Amazon $2.490 T
Meta (Facebook) $1.692 T
TSMC $1.689 T
Saudi Aramco $1.643 T
Tesla $1.523 T
Broadcom $1.460 T
Berkshire Hathaway $1.086 T
Walmart $1.020 T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები