მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრუდოს თქმით, ტრამპს კანადის შეერთება რეალურად სურს

ტრამპი / ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადის შემოერთდების სურვილი რეალურია, მაგრამ მიზეზი არის არა საზღვარზე ნარკოტიკების კონტროლი და ტარიფები, არამედ ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც კანადის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მოიპოვება.

ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა დარბაზის გარეთ გაისმა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა იცის, თუ რა მოცულობით ბუნებრივ წიაღისეულს ფლობს კანადა და ამ რესურსების აშშ-ის სასიკეთოდ გამოყენება სურს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დონალდ ტრამპს მიზნის მიღწევა მართლაც სურს, რისთვისაც კანადის შემოერთებას განიხილავს.

ჯასტინ ტრუდოს და მის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადება ალბერტას პროფესიული ფედერაციის პრეზიდენტმა დაადასტურა. ჯილ მაკგოვანის თქმით, საქმე ეხება არა ნარკოტიკულ საშუალება ფენტანილს, არალეგალურ მიგრაციას და სავაჭრო დეფიციტს, არამედ რესურსებს.

როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სატარიფო პოლიტიკას ქვეყანა სტრატეგიულად უნდა მიუდგეს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია კანადის ისტორიაში. ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, კანადამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, როგორც ტარიფების არდაწესებისთვის, ასევე საერთაშორისო სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად და ვაჭრობის გაფართოებისთვის. ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტარიფების გადავადების ოცდაათდღიან პერიოდს კანადა საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისთვის გამოიყენებს, რისთვისაც $900 მილიარდი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ კანადის წინააღმდეგ 25%-იანი ტარიფები კანადამ თებერვლის დასაწყისში აამოქმედა, მაგრამ მოგვიანებით, გადაწყვეტილება ოცდაათი დღით გადაავადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისთვის გამოყოფილ სუბსიდიებზე აშშ-ის ხელისუფლება მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რაც მისთვის გაუგებარია.

მისივე თქმით, ამერიკას არ გვჭირდება არაფერი, რაც კანადას აქვს, მაგრამ თავად კანადა აშშ-ის დახმარების გარეშე კანადა ღირებული ქვეყანა ვეღარ იქნება, ანუ ის აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და თუ ეს მოხდება, ტარიფები მოიხსნება, გადასახადები შემცირდება, ხოლო თავად ქვეყანა მეტად დაცული იქნება.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად კანადაზე, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $2.1 ტრილიონი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი $55,500-ის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ კანადელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. ბოლო წლებში, კანადაში პრობლემად იქცა ინფლაცია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ჩარევით გამოწვევა დაიძლია, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევრობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ 6%-ზე არის შენარჩუნებული.

კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის ბუნებრივ წიაღისეულზე, წარმოებაზე და სერვისებზე მოდის. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ნავთობს, ურანს, ნიკელს და თუთიას ვხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები