მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში სქურის გზის პროექტირება მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები - ირაკლი კობახიძე

წალენჯიხა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება და სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

„ბატონ ირაკლი ზარქუას ჰქონდა კითხვა წალენჯიხასთან დაკავშირებით - სქურის გზა, მიმდინარეობს პროექტირება, არაერთხელ დაისვა ეს საკითხი ბატონი ირაკლის მიერ. წლებია, უკვე ამაზე საუბრობს და მიაღწია თავისას.

მიმდინარეობს პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება უკვე ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ჯგალის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წინ წავიწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც სათანადოდ განხორციელდება“,- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები