KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის ეკა თორდიას თქმით, წალკის კანიონზე ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას თორდიამ განაცხადა, რომ დღიურად დაცლ ტერიტორიას საშუალოდ 1000-იდან 1 500-მდე ადამიანი სტუმრობს.
ვიზიტორების დიდი ნაწილი წელს ინდოეთიდან, ტაილანდიდან და ჩინეთიდან არის.
„მესამე წელია ვიღებთ სტუმრებს, პირველ წელს შუა სეზონიდან დავიწყეთ ფუნქციონირება და უკვე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. წინა წლებთან შედარებით 20%-ით გაზრდილია ჩვენთან ვიზიტორების რაოდენობა.
წინა წლებში აქტიურობენ ისრაელი, რუსეთი, არაბეთი ქვეყნები, ევროპაც გვყავდა. წელს დიდი აქტიურობაა ინდოეთის მოქალაქეების მხრიდან, ასევე ტაილანდიდან და ჩინეთიდან. 1000-იდან 1 500 ადამიანამდე გვსტუმრობს დღიურად.
აქტიურად დაიტვირთა ჩვენი ვილჰაუსები, სადაც არაერთი ღონისძიება გვაქვს. ამ წლის შემოდგომაზე გავხსნით ჩვენ სასტუმროს, სადაც დამატებით გვექნება საკონფერენციო დარბაზი, სპა, აუზი და ყველა სერვისი სრულყოფილი დასვენებისთვის. სასტუმრო იქნება 53 ნომრიანი. ყველა ინფრასტრუქტურა იქმნება იმისთვის, რომ ძალიან კარგი რეზორტი მივიღოთ საბოლოო ჯამში.“ - განაცხადა თორდიამ.