მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცალმხრივად უვიზოდ: მეტი ჩინელი ვიზიტორის მოლოდინში

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აქვს. პრემიერმინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებშია მიღებული. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილება ჩინეთიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას წაახალისებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი იქნება, რაც ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით.

მოკლედ შევხედოთ, რამდენი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა. 

რას მოვიგებთ ჩინეთისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნით და რა შემთხვევაში?

სტუმარი: გიორგი დარციმელია - Queen Tamada-ს დამფუძნებელი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები