მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის - ჯანდაცვის მინისტრი

წამალი წამლები აფთიაქი მედიკამენტები ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გასულ წელს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.

სარჯველაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ე.წ. რეფერენტულ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს.

„სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს, შესაბამისად წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. მაგალითად პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

„ჩვენ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა.

აქვე, არ შეიძლება ვახსენოთ ცალკეული მედიკამენტების დეფიციტი, რომლებიც იქმნება ბაზარზე და კორელაციაშია რა თქმა უნდა კონკურენციის ავკარგიანობასა და ხარისხთან საქართველოში. ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას, თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება იმ მედიკამენტებს რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები