მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცარიელი ბორტი თბილისიდან ქუთაისში 20 წუთში გაფრინდება და ლარნაკას მგზავრებს წაიყვანს"

სს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

როგორც Bm.ge-მ აეროპორტში დააზუსტა, აბუ-დაბის მიმართულებით ჩასხდომა უკვე დაწყებულია.

"ცარიელი ბორტი თბილისიდან 00:00 საათზე გამოფრინდება ქუთაისში და ლარნაკას მგზავრებს წაიყვანს", - გვითხრეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

აეროპორტში ასევე თქვეს, რომ მგზავრები აღნიშნულ რეისს დაახლოებით 2 საათი ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაციაში განმარტეს, რატომ აღნიშნული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები