მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების შემცირების მიუხედავად ყველა თანამშრომელს ვუხდით ხელფასს - "ჯორჯიან მანგანეზი"

ჯორჯიან მანგანეზი

მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ საწარმოო სიმძლავრეები შეამცირა, კომპანია თანამშრომლებს ხელფასებს საკუთარი რესურსით უხდის. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ კომპანიის გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეები 25%-მდე შეამცირა, 11-დან 8 ღუმელი კი გათიშა.

ჩვენ მას ვკითხეთ - მოუწია თუ არა ამის გამო თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, ან ხელფასების კლება:

„მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში, 6 თვეში, გლობალური კრიზისის გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. სიტუაციიდან გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ შევძლოთ თანამშრომლების ხელფასების გადახდა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის საჭირო იქნება. დღეს ჩვენი გაყიდვები, რაც ხდება და ბაზარზე არსებული ფასი თვითღირებულებაზე $200-ით იაფია.

თანამშრომლებს რაც შეეხება, ყველა თანამშრომელს ვუხდით ხელფასს, მოზიდული თანხებით. უკვე ერთი წელია ასე ვართ. ჩვენ ვაკეთებთ გათვლებს, რომ გარე დაფინანსების წყაროები მოვიზიდოთ, არსებული მზა პროდუქციის მარაგების გირავნობის ქვეშ, რომ ჩვენ ეს წელი და მომდევნო წლის პირველი კვარტალი, ვიდრე კრიზისი გადაივლის“, - განაცხადა თუთბერიძემ.

კითხვაზე, როდემდე შეძლებს კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას, თუთბერიძე პასუხობს, რომ მაქსიმალური კეთდება, რომ პრობლემები არ შეიქმნას.

„ჩვენ ივნის-აგვისტოში ექსპორტზე 17 500 ტონა საქონელი ამერიკაში გავიტანეთ, ჩვენს ტრეიდერთან. ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით ჩ 20 მილიონი დოლარის სესხი ავიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ. დასაწყობებული გვაქვს ამერიკაში.  სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას", - განაცხადა თუთბერიძემ.