ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აქტის წარდგენას აანონსებს, რომელიც აშშ-ს "ქართული ოცნების" რეჟიმის აღიარებას აუკრძალავს.
ის X-ზე წერს, რომ ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად დარჩება ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
"მომავალ კვირაში წარვადგენ ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- დაწერა უილსონმა.
Next week, I will introduce the Georgian Nightmare Non-Recognition Act, which will prohibit U.S. recognition of the illegal dictatorial regime in Georgia and recognize @Zourabichvili_S as the only legitimate leader in Georgia until such a time as free and fair elections are held.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 28, 2024




























