განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, BMG-ის კითხვაზე თუ რას აკეთებს სახელმწიფო ქვეყანაში პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს პროექტზე, პროფესიული განათლება ზოგადი განათლების სისტემის ნაწილი გახდეს.
„ჩემი მინისტრობის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული როლი მიენიჭებოდა და იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
გარდა პროფესიული კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისა, ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ინიციატივას, რის საფუძველზეც პროფესიული განათლება აქტიურად შევა ყველა სკოლაში და ზოგადი განათლების ნაწილი გახდება“, - აღნიშნა ამილახვარმა და დასძინა, რომ ამის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პროფესიული განათლების სკოლებში დანერგვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა.