მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, 11 თვეში საქართველომ $1.3 მლნ-ის კივი შეიძინა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

კივი

საქართველოში კივის იმპორტი შემცირდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია $1.3 მლნ-ის ღირებულების 1 941 ტონა კივი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $1.2 მლნ-ს და 2 192 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 8.5%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 11.4%-ია.

2025 წლის 11 თვეში საქართველოსთვის კივის მთავარი საიმპორტო ბაზარი ირანია, საიდანაც შემოტანილია $940 ათასის ღირებულების 1 618 ტონა პროდუქცია. შემდეგ მოდის ნიდერლანდები - $172 ათასი და 43 ტონა, თურქეთი - $139 ათასი და 189 ტონა, ჩინეთი - $79 ათასი და 83 ტონა, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა $4 ათასი და 5 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში $430 ათასის ღირებულების 154 ტონა ქართული კივი გაიყიდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $525 ათასს და 229 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება 18%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 32.7%-ს აღწევს.

მიმდინარე წელს, ქართული კივი მხოლოდ ორ საექსპორტო ბაზარზე გავიდა. მთავარი მიმართულება იაპონიაა, სადაც 11 თვეში $344 ათასის ღირებულების 127 ტონა კივი გაიყიდა. მეორე ბაზარი სომხეთია - აქ ექსპორტმა $86 ათასი და 27 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები