მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 3 ჰესი აშენდა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 5.7 მგვტ - სამინისტრო

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

დღეს საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო. პრეზენტაციაზე რომეო მიქაუტაძემ.

„რაც შეეხება ახალი ჰესების მშენებლობას, სტატისტიკა კარგი გვაქვს, მაგრამ ვისურვებდი, ბევრად უკეთესი იყო. 2020 წელს ჯამურად 6 ჰესი აშენდა - დადგმული სიმძლავრით 24 მგვტ. 2021 წელს 5 ჰესი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 20.5 მგვტ. 2022 წელს 10 ჰესი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 26,7 მგვტ, ხოლო 2023 წელს 3 ჰესი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 5.7 მგვტ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ დასრულების ეტაპზეა რამდენიმე ჰესი",- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. 

ამასთან, მიქაუტაძის თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება მინიმუმ 7 ჰესის მშენებლობის დასრულება.