მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 7-8%-იან ზრდას ველოდებით - Holiday Inn Telavi-მ მუშაობა განაახლა

HOLIDAY INN

თელავში მდებარე სასტუმრო Holiday Inn Telavi-მ რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო, მიმდინარე წლის მარტში განახლებული ინფრასტრუქტურით განაახლა ოპერირება.

ობიექტის დამფუძნებელი შალვა ერისთავი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ამჟამად სასტუმრო დაახლოებით 60%-იანი დატვირთვით მუშაობს და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის შედეგები გასული წლის მაჩვენებელს 7-8%-ით გადააჭარბებს.

მისი თქმით, სასტუმროს დატვირთვაზე დადებით გავლენას ახდენს თელავში მიმდინარე სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი, რომელმაც რეგიონში სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრები მიიზიდა.

"სასტუმრო 10 მარტს გავხსენით. პაუზის განმავლობაში ყველა ნომერი, სადაც საჭირო იყო, განვაახლეთ. ჩატარდა გენერალური დასუფთავება, შეიცვალა იატაკები და განხორციელდა სხვა სამუშაოებიც, რომლებიც სტუმრების კომფორტისა და სასტუმროს ხარისხის გასაუმჯობესებლად იყო საჭირო.

ამ დროისთვის 59%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, შარშანდელ წელთან შედარებით 7-8%-ით წინ ვიქნებით. ამ პერიოდში თელავში ჩოგბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები გვყავს. სპორტული აქტივობები და ღონისძიებები ობიექტის დატვირთვაზე პირდაპირ აისახება", - განაცხადა შალვა ერისთავმა.

მისი შეფასებით, ტურისტული სეზონის აქტიური ეტაპი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა ბოლო წლებში ჯავშნების გაკეთების ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: „იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის ბოლომდე კარგი პერიოდი გვექნება. რაც შეეხება ჯავშნებს, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა. თუ ადრე სტუმრები ნომრებს ერთი წლით ან ექვსი თვით ადრე ჯავშნიდნენ, ახლა გადაწყვეტილებებს უფრო მოკლე ვადაში იღებენ და ჯავშნებიც შედარებით გვიან კეთდება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები