2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან სანელებლების ექსპორტით მიღებული შემოსავლები 43%-ით შემცირდა. შესაბამისად საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე $17.8 მილიონის 4 302 ტონა სანელებელი გაყიდა. შედარებისთვის, 2024 წლის იმავე პერიოდში ქვეყანიდან ექსპორტზე $31.2 მილიონის სანელებელი გავიდა.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სანელებლების ჭრილში, ჩინეთია. ამ ბაზარზე საქართველომ 2 571 ტონა სანელებელი გაყიდა, რაშიც $10.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.
საქართველოსთვის სანელებლების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია (2025/9თვე):
- ჩინეთი – $10.9 მლნ (2 571 ტონა);
- რუსეთი – $4.6 მლნ (890 ტონა);
- უკრაინა – $852 ათასი (216 ტონა);
- უზბეკეთი – $261 ათასი (319 ტონა);
- ესპანეთი – $235 ათასი (20 ტონა);
- სომხეთი – $165 ათასი (81 ტონა);
- ყაზახეთი – $138 ათასი (45 ტონა);
- მოლდოვა – $78 ათასი (20 ტონა);
- თურქეთი – $66 ათასი (22 ტონა);
- ვიეტნამი – $63 ათასი (19 ტონა).
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში სანელებლების ექსპორტი წინა წლებთან შედარებით, 57.1%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 59.4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2024 წელი იყო ამ მიმართულებით რეკორდული - ამ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში $28.4 მლნ-ის ღირებულების 6 983 ტონა სანელებელი გადაიზიდა.
საქართველოსთვის სანელებლების ექსპორტის დინამიკა წლების მიხედვით:
- 2021 წელი – $3.1 მლნ / 1 627 ტონა;
- 2022 წელი – $4.9 მლნ / 2 282 ტონა;
- 2023 წელი – $10 მლნ / 3 423 ტონა;
- 2024 წელი – $28.4 მლნ / 6 983 ტონა.




























