მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ახმეტელის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რაზეც ₾150 000 დაიხარჯება

ახმეტელის თეატრი

მიმდინარე წელს, ს.ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ BM.GE-სთან განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი პარტერია, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს 2 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

„თბილისის მერიის დახმარებით, თეატრის ინფრასტრუქტურული მოწყობა და მისი გაუმჯობესება მოხდება. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის საჭირო, საინვესტიციო თანხის კალკულაცია მიმდინარეობს და მერიისგან პირობა გვაქვს მიღებული, რომ აპრილში აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნება“, - აცხადებს გოგია.

როგორც BM.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ახმეტელის თეატრში დაგეგმილია მცირე სარემონტო სამუშაო, მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლება, რისთვისაც ჯამში, დაახლოებით 150 000 ლარია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები