2024 წლის სამ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის [BTC] მილსადენმა, დაახლოებით, 165 მლნ ბარელი [22 მილიონ ტონაზე მეტი] ნავთობი გაატარა, რაც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
British Petroleum-ის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 1 768 კმ სიგრძის მილსადენმა ფუნქციონირების დაწყებიდან [2006 წელი] დღემდე 4.4 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (583 ტონაზე მეტი).
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.
2024 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 104 მლნ დოლარი იყო, ხოლო კაპიტალური - 28 მლნ დოლარი.
მილსადენის სრული სიგრძე 1 768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის.
ნავთობსადენის აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).