TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840 890 მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უშუალოდ აგვისტოში აეროპორტით 213 636 მგზავრმა ისარგებლა, 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით ზრდა 37%-ს შეადგენს. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს 22 ავიაკომპანია კვირაში 160 სიხშირით ასრულებს.
ბათუმის აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრების ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:
- 2024 წელი - 951 766;
- 2023 წელი - 621 514;
- 2022 წელი - 616 885;




























