მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ბათუმში ხმაურის გამო 24 სუბიექტი დაჯარიმდა | მუნიციპალური ინსპექცია

მუნიციპალური ინსპექცია

წელს, ბათუმში ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე 24 სუბიექტი დაჯარიმდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

უწყების ცნობით, ინსპექცია აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს, ტურისტულ სეზონზე, ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს.

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (08:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

"ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე - 598 85 15 20, რის შემდეგაც კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული ჯგუფი გამოცხადდება შეტყობინების ადრესატის მისამართზე, სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურის დონეს და გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმება.

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (08:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

მიმდინარე წელს ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე 94 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 24 სუბიექტი დაჯარიმდა", - წერია ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები