მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, ბათუმში პარკირების წესების 47 000-მდე დარღვევა გამოვლინდა - ყველაზე მეტი საფასურის გადაუხდელობას ეხება

პარკირება

ბათუმში წელს, პარკირების წესების 46 948 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

უწყების ცნობით, პარკირების ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მიმდინარე წელს გამოვლინდა 46 948 სამართალდარღვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა - 32 614 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომას ეხებოდა, 5264 - ტროტუარზე დგომას, 4288 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევას, 3301 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომას, 846 - პარკირების წესის სხვა დარღვევას, 476 - ველობილიკზე არასწორ პარკირებას, ხოლო 159 შემთხვევა - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომას.

გარდა ამისა, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ევაკუაციით საჯარიმოზე წელს, 3177 ავტომობილი გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ბათუმში ერთდღიანი პარკირების საფასური 10 ლარია, ერთკვირიანის 20 ლარი, ერთთვიანის - 30 ლარი, 182-დღიანის - 45 ლარი, ხოლო ერთწლიანის - 60 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები