წელს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევის 74 511 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 74 511 შემთხვევიდან 50 148 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის შემთხვევა იყო; 8 375 - ტროტუარზე დგომის; 7 140 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევის; 5 135 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომის; 1 089 - ველობილიკზე არასწორი პარკირების; 299 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომის; 2 325 კი - პარკირების წესის სხვა დარღვევის.
ამასთან, ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილია 3 273 ავტომობილი.