მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 8062 შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება. თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი დაჯარიმდა.
ცნობისთვის, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს. უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია.
როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, ისინი უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს რამდენიმე ლოკაციაზე ყოველდღიურად ახორციელებენ.




























