წელს, ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის 8 363 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.
"მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს უბილეთო მგზავრობისთვის 8363 პირი დააჯარიმა. მგზავრი ვალდებულია საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს", - წერია ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობის 10 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.