მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ბიტკოინის ფასი 165,000 დოლარს მიაღწევს – JPMorgan-ის პროგნოზი

jpm

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი - JPMorgan Chase კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით პროგნოზს ზრდის და მოელის, რომ წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი 165,000 დოლარს მიაღწევს.

თუკი JPMorgan-ის ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინი მომდევნო სამ თვეში 37%-იანი ზრდის დაფიქსირებას შეძლებს.

გასათვალისწინებელია, რომ ეს პროგნოზი ოქროსთან შეფარდების ინდიკატორს ეფუძნება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად ბიტკოინი ოქროსთან შედარებით ზედმეტად იაფია და თუ ამ აქტივებს შორის კორელაცია არსებობს, მაშინ ბიტკოინის ფასი უნდა გაიზარდოს.

ცხადია, ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბიტკოინი და ოქრო განსხვავებული საინვესტიციო აქტივები არიან და მათი პირდაპირ შედარება არ შეიძლება, ამიტომ ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები