მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ექსპლუატაციაში კიდევ 120 მეგავატის სიმძლავრე შევა - მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში დამატებით კიდევ 7 ელექტროსადგური შევა. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს მუშაობა უკვე დაიწყო სამმა ჰესმა, რომელთა დადგმული ჯამური სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

"მიმდინარე წელს კიდევ ველოდებით დამატებით 7 სადგურის შესვლას ექსპლუატაციაში. შედეგად  ამ ობიექტების დადგმური სიმძლავრე დაახლოებით 120 მეგავატი იქნება, ხოლო ყოველწლიური გამომუშავება თითქმის ნახევარი მილიარდი კვტ.სთ",- ამბობს მიქაუტაძე.

სემეკის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4,507.7 მგვტ შეადგინა (ჰიდრო – 3,343.78 მგვტ, თბო – 1,143.2, მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 27 მეგავატი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები