გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.9 ათასი ტონა მწვანილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 3%-ით გაიზარდა.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მწვანილის წარმოება 7.0-8.5 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს და წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება.
მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი და 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12$ მიაღწია, 2026 წლის იანვარ-ივნისში კი საშუალო საექსპორტო ფასი 2.38 $/კგ-ია.
მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა, რუმინეთი და სხვა.




























