მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია" "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მხარდაჭერით ჩატარდება

coca cola
02.08.24 13:27
971

2024 წლის 4-11 აგვისტოს "ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია" თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება - ღონისძიების მხარდამჭერები კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიადა კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი არიან.

კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებით დაინტერესებული ასობით სტუდენტი ეწვევა საქართველოს მთელი მსოფლიოდან, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ სამეცნიერო მოხსენებებს, ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებს, სტუდენტური სამეცნიერო პოსტერების გამოფენას და მოუსმინონ კონფერენციის სპიკერებს - მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს.

გარდა სამეცნიერო ნაწილისა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სოციალური აქტივობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს გაცნობას უცხოელი მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის.

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას’’ მხარდაჭერა სამეცნიერო კონფერენციისადმი მიზნად ისახავს როგორც ფიზიკით, მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან, ასევე სტუდენტების და ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობას. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას საგანმანათლებლო ინიციატივების საშუალებით. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ნიჭის განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას. ამ ინიციატივების მეშვეობით ათასობით სტუდენტს აქვს სწავლის გაგრძელების და განათლების მიღების საშუალება.

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ საქართველოში აგრძელებს განათლების სფეროს ინტენსიურ მხარდაჭერას. კოკა-კოლამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, 2024 წელს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, რაც გამოიხატება არსებულ უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობაში, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლებისადმი გამორჩეულ პატივისცემას, ერთგულებასა და ხელშეწყობას.

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ მხარში უდგას განათლებას და მეცნიერებას, სწორედ ამის დასტურია მისი მხარდაჭერა "ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენციის", რომელიც გაგვაცნობს მეცნიერებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან და წვლილს შეიტანს საქართველოს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე დამკვიდრებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები