მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, „ფრეშკა“ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს

ხიზილალა

გორში მდებარე ხიზილალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს, წელს ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ ხორბალაძემ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ გასულ წელს აკვაკულტურას კანონში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თევზის მწარმოებლებს კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება აეკრძალათ. ახალი სადეზინფექციო ხსნარების შეგუების პროცესში კი, ციკლი აირია და შესაბამისი რაოდენობის ქვირითი აღარ დაიყარა.

მისი ინფორმაციით, ქვირითის შემცირებული რაოდენობის გამო, კომპანია წარმოებაში კონსერვირებული პროდუქციის დამატებას აპირებს.

„ამ ეტაპზე მარტო წითელ ხიზილალას ვაწარმოებთ, მაგრამ ვგეგმავთ, რომ თევზი და სხვა პროდუქტებიც დავამატოთ. ჩვენი თევზსაშენი არ გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გორში ბევრი თევზსაშენია, ქვირითი ადგილობრივი მეურნეობებიდან მოგვაქვს.

სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში იწყება და აპრილში სრულდება დაახლოებით, 2 -3 ტონა ხიზილალას ვაწარმოებთ. დაფასოებულ ხილიზილალას 500 მგ-ს 80 ლარად, ხოლო 250 მგ-ს 45 ლარად ვყიდით. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება, მაგრამ ასევე ჰორეკა სექტორსაც ვამარაგებთ.

საკმაოდ კარგი საწარმო გვაქვს და შარშან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა მივიღეთ. მოპოვებული გრანტით, საწარმო სრულად თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ“. - აცხადებს ხორბალაძე.

მისივე ცნობით, წელს კომპანია საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელიც მათივე საკუთრებაა, მაღაზიის გახსნას გეგმავს. მაღაზიაში მათ პროდუქციასთან ერთად, სხვა პროდუქტებიც იქნება წარმოედგენილი. მაღაზიის მოსაწყობად კი, დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ საწარმოს სრულად მოსაწყობად, ჯამში 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები