მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ფულად გზავნილებში აშშ-ისა და EU-ს წილი 60%-ს აჭარბებს - TBC კაპიტალი

ფულადი გზავნილები

წელს 9 თვის მონაცემებით ფულად გზავნილებში ევროკავშირის და აშშ-ის წილი 63%-მდე გაიზარდა. TBC Capital-ის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილების წლიური ზრდის ტემპი სექტემბერში 13.7%-მდე აჩქარდა. გზავნილების ძირითადი წყარო კვლავ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

საგარეო შემოდინებების კიდევ ერთ წყაროს ტურიზმს რაც შეეხება, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდამ მესამე კვარტალში წლიურად 6.6% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 5%.

TBC Capital-ი წერს, რომ ტურიზმის მხრივ გააქტიურდა ნაკლებად ტრადიციული ბაზრები, რაც სავარაუდოდ, ტურისტების მზარდ რაოდენობას უკავშირდება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და უზბეკეთი. საპირისპიროდ, ტრადიციული ბაზრების ტენდენციები ერთმანეთისგან განსხვავებულია. კერძოდ, ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და განსაკუთრებით, ისრაელიდან, ხოლო დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში დიდწილად უცვლელია, გარდა რუსეთისა, საიდანაც კლება ფიქსირდება ვიზიტორების გაზრდილი რიცხვის მიუხედავად. გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება თიბისის არხებში არარეზიდენტების დანახარჯების კუთხითაც, თუმცა ოქტომბერში წლიური ზრდის მცირედი შენელებაც შეინიშნებოდა.

"ერთობლივად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს მოიცავს, სექტემბერში, აგვისტოს მნიშვნელოვანი ზრდის შემდგომ, მცირედით შენელდა, თუმცა კვლავ ძლიერია. ამდენად, თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტიციის გარეშე მიმდინარე ანგარიშის მეორე კვარტალის პროფიციტი, სავარაუდოდ, მესამე კვარტალშიც შენარჩუნდება", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები