მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს გერმანიის ეკონომიკა იაპონიას გადაუსწრებს

merc

იენის მკვეთრი გაუფასურებისა და რეცესიული რისკების ზრდის ფონზე, მაღალი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლოს გერმანიის ეკონომიკა მოცულობით იაპონიას გადაუსწრებს და ის გლობალურ რეიტინგში მე-3 ადგილს დაიკავებს, აშშ-სა და ჩინეთის გვერდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4 ტრილიონ 430 მილიარდს დოლარს მიაღწევს, იაპონიის ეკონომიკის მოცულობა კი 4 ტრილიონ 230 მილიარდი დოლარი იქნება.

გერმანიის ეკონომიკური წარმატების მამოძრავებელი ძალა ავტოინდუსტრიაა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი ავტომწარმოებელი ბრენდები სწორედ გერმანული წარმოშობისაა.

IMF-ის განმარტებით, რეიტინგში იაპონიის ჩამოქვეითება არა მარტო გერმანიის გააქტიურებით, არამედ თავად იაპონიის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით იქნება განპირობებული, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს მოსახლეობის დაბერების ტენდენცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები