მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალური ეკონომიკური სირთულის ინდექსი: ლიდერები და საქართველო

ეკონომიკა

ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური სირთულის ინდექსის“ მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის სათავეში კვლავ მაღალტექნოლოგიური და დივერსიფიცირებული ექსპორტის მქონე ქვეყნები დგანან.

აღნიშნული ინდექსი აფასებს არა მხოლოდ ექსპორტის მოცულობას, არამედ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვან და ტექნოლოგიურად რთულ პროდუქტებს აწარმოებს ესა თუ ის სახელმწიფო.

რეიტინგის სათავეში 2.26 ქულით იაპონია იმყოფება, რომელსაც შვეიცარია (2.14) და სამხრეთ კორეა (2.04) მოჰყვებიან.

როგორც ირკვევა, ეკონომიკური სირთულის მიხედვით პირველ ხუთეულში ასევე შედიან გერმანია 1.94, ხოლო სინგაპური 1.83 ქულით. საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც, რომელიც 1.40 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას აწარმოებს, რეიტინგში მისი დაქვეითება ექსპორტის არასაკმარისმა დივერსიფიკაციამ განაპირობა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 0.06 ქულით 125 ქვეყნისგან შემდგარი რეიტინგის შუაში, მე-60 ადგილზეა.

რეიტინგის ბოლო პოზიციებს ძირითადად აფრიკული სახელმწიფოები - ნიგერია, კამერუნი და გვინეა იკავებენ, რომელთა ეკონომიკა მხოლოდ ნედლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური სირთულის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები